საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი VICTORIA ანტიკური კულტურის ცოდნასა და კლასიკურ (ძველ ბერძნულ და ლათინურ) ენებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი

აცხადებს კონკურსს

VICTORIA

ანტიკური კულტურის ცოდნასა და       

კლასიკურ (ძველ ბერძნულ და ლათინურ) ენებში

 

კონკურსის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წლევანდელი ასპარეზობა გაიმართება 2023 წლის 23 სექტემბერს 12 საათზე, ორი ფორმატით:

 

კლასიკური და ბიზანტიური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის მოეწყობა პენტათლონი (ხუთჭიდი), რომელიც წელს პირველად ჩატარდება კონკურს “Victoria”-ს 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მასზე, ერთი და იმავე საკონკურსო ბილეთის ფარგლებში, სტუდენტს შეეძლება, გამოსცადოს საკუთარი თავი ერთსა და იმავე დროს ძველ ბერძნულ ენაში, ლათინურ ენაში, ანტიკურ მითოლოგიაში, ანტიკურ ლიტერატურასა და ანტიკური სამყაროს ისტორიაში.

 

კონკურსანტებს მოეთხოვებათ სენტენციებისა და გრამატიკული მასალის ცოდნა შემდეგი წიგნებიდან: მ.ფხაკაძე, ლ.ბერძენიშვილი, ლათინური ენა, 2 ტომ., თბილისი, 2008, 2009; H.Ørberg. Lingua Latina per se Illustrata, 2ტომ., 2003; ქ. აბესაძე, ძველი ბერძნული ენა, თბილისი, 1999; ა.ურუშაძე, ძველი ბერძნული ენა, თბილისი, 1969; ანტიკური მითოლოგიისთვის: სერია ბერძნული მითების სამყარო. 10ტომ. თბილისი, 1998, და შემდ.; ანტიკური ლიტერატურისთვის: ანტიკური ლიტერატურის ანთოლოგია. 3ტომ. თბილისი, 2008, 2009; ანტიკური სამყაროს ისტორიისთვის: რ. გორდეზიანი. კლასიკური ფილოლოგის შესავალი. თბილისი, 2012; რ. გორდეზიანი. ბერძნული ცივილიზაცია. 3ტომ. თბილისი, 2019, 2020; ნ. ტონია. სტრატეგოსები და კეისრები. თბილისი, 2005; პლუტარქე. რჩეული ბიოგრაფიები. თბილისი, 1975. ისტორიულ, მითოლოგიურ და ლიტერატურულ გმირებთან დაკავშირებით საკუთარ ცოდნას კონკურსანტი გამოავლენს მათ შესახებ ცნობათა ათ-ათ პუნქტად ჩამოწერით.

 

ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებისთვის, რომლებმაც საფაკულტეტო ენებად შეისწავლეს კლასიკური (ძველი ბერძნული ან ლათინური) ენები, კონკურსი გაიმართება ტრადიციული ფორმატით - მხოლოდ ლათინურ ან მხოლოდ ძველ ბერძნულ ენაში.

 

კონკურსანტებს სენტენციებისა და გრამატიკული მასალის ცოდნა მოეთხოვებათ ლათინური ენისათვის წიგნიდან: ი.გაგუა, Lingua Latina, თბილისი, 2020, ხოლო ძველი ბერძნული ენისთვის შემდეგი წიგნებიდან: მ. მჭედლიძე, Πολιτεια, ძველი ბერძნული ენა დამწყებთათვის, თბილისი, 2016; ქ. აბესაძე, ძველი ბერძნული ენა, თბილისი, 1999 (29 პარაგრაფი); ა.ურუშაძე, ძველი ბერძნული ენა, თბილისი, 1969 (ქ.აბესაძის ზემოხსენებული წიგნის 29 პარაგრაფის შესაბამისი გრამატიკული მასალა).

 

პენტათლონში საუკეთესო მოასპარეზე დაჯილდოვდება, კონკურსის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კაპადოკიაში მოგზაურობით, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულების გამარჯვებული სტუდენტი - ტაო-კლარჯეთის მონახულებით, მეორე და მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან, შესაბამისად, საქართველოს ერთ-ერთ მხარეში მოგზაურობით  და ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამის, „ლოგოსის“ ვაუჩერით „ლოგოსის“ გამოცემების შესაძენად. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომებიც.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 4 სექტემბრიდან 19 სექტემბრამდე უნდა (ა) შეავსონ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, და გააგზავნონ იგი (ბ) პირადობის მოწმობის ან სტუდბილეთის (მოსწავლის ბილეთის) ასლთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: victoria.jugeli@tsu.ge. ამავე მისამართზე შეიძლება კითხვების დასმაც. განაცხადის ჩამოტვირთვა და კონკურსის ტესტების მსგავს ნიმუშთა გაცნობა შესაძლებელია საიტზე: http://greekstudies.tsu.ge/?page_id=287.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლათა მოსწავლეებს.

თარიღი: 04/09/2023